ფეხბურთი

22:25 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" "დინამოს" დაეწია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის გადადებული შეხვედრა „დინამო თბილისსა“ და „საბურთალოს“ შორის დღეს შედგა.

ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ბუნებრივია, ფეხის დაცდენის უფლება არცერთს ჰქონდა. ამიტომაც, უშეღავათო ბრძოლა შედგა და თამაშიც დაძაბული გამოდგა.

გიორგი ჭიაბრიშვილის „საბურთალო“ პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი კოხრეიძის გოლით დაწინაურდა და მოქმედი ჩემპიონი შესვენებაზე უპირატესობით გავიდა. თუმცა, მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა. 67-ე წუთზე ნიკა სანდოხაძე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს და „დინამომ“ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.

მატჩის გმირი კი, ნიკა ნინუა გამოდგა, რომელმაც 6-წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„დინამომ“ 61 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ გაუთანაბრდა. ახლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლიანობა დამყარდა და წინ კიდევ 7 ტურია დარჩენილი. „საბურთალო“ კი დიდი ალბათობით, საჩემპიონო მარათონს ჩამოსცილდა, რადგან ლიდერთა დუეტს 7 ქულით ჩამორჩება და ამ სხვაობის აღმოფხვრა, თანაც ორი კონკურენტის წინააღმდეგ, მართლაც რთული იქნება.

„დინამო“ – „საბურთალო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კოხრეიძე (42), 1:1 ნინუა (69), 2:1 ნინუა (75, პენ)

0.127752