ფეხბურთი

21:31 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბრიუგეს" თავდამსხმელი: "ამ ჟესტით მინდოდა "რეალისთვის" მეჩვენებინა რა დააკლდათ"

ბელგიური „ბრიუგეს“ თავდამსხმელმა ემანუელ დენისმა მადრიდის „რეალთან“ დუბლი შეასრულა და ერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა.

ნიგერიელმა ფორვარდმა თამაშის შემდეგ განმარტა, რატომ გააკეთა ეს:

„რატომ აღვნიშნე გოლი ასე? რონალდუ მომწონს და არ ვარ ბედნიერი, რომ „რეალი“ დატოვა. ამ ჟესტით კი, მინდოდა მადრიდელებისთვის მეჩვენებინა, რომ მისი წასვლით რაღაც დააკლდათ.

ტატუს გაკეთება? დიახ, თამაშამდე ვთქვი, რომ გოლს თუ გავიტანდი, ტატუს გავიკეთებდი, მაგრამ ვიხუმრე, უბრალოდ მინდოდა რაღაც სასაცილო მეთქვა“, - თქვა დენისმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბრიუგე“ ვერ დაამარცხა (2:2) და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

სტატისტიკა
0.250556