ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, შინ „ბაიერნთან“ 2:7 წაგების შემდეგ, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„რთულია მსგავს მარცხს შეეგუო. მაგრამ როცა მოწინააღმდეგეს ასეთი დონის ფეხბურთელები ჰყავს და თან ყველა მომენტს იყენებს, რა გეწყობა. რა თქმა უნდა, გულგატეხილნი ვართ, მაგრამ სწორედ ახლა გვმართებს ერთად დგომა. მხოლოდ ასე დავრჩებით ძლიერებად.
ფეხბურთში შედეგი დღეს უნდა აჩვენო. არავის აინტერესებს რა იყო სამი თვის წინათ. მნიშვნელოვანია დღეს რა შეგიძლია.“ - უთხრა არგენტინელმა სპეციალისტმა უეფას პრესსამსახურს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წამოდი მანჩესტერში
ამან რა ფინალიც ათამაშა გუნდს, იქვე მივხვდი წასული რომ იყო ამათი საქმე, მაგრამ მეგონა, საჭირო მომენტში, ავტობუსის გაკეთება და ასე თუ ისე, სახის შენარჩუნება, მაინც შეეძლო.
მგონი, კიდევ ვერ ხვდება, ცუდ გზას რომ ადგას..
მიდი გააფსი რაც 5 წელი გიშრომია, ერთიანად ჩაისვარე ბოლოს
მოინდომეს ტოტენჰემის გრანდად გახდომა, ეგ 5 წლიანი საგა დასრულდება მალე შენ რო წახვალ :დ