ფეხბურთი

3:59 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაუნდობელი "ბაიერნი" და "რეალის" პირადი ანტირეკორდი (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო ძალზე საინტერესო გამოდგა და 8 მატჩში 28 გოლი გავიდა. ეს დიდწილად „ბაიერნის“ დამსახურებაა, რომელმაც ლონდონში ნამდვილი შოუ დადგა და „ტოტენჰემი“ შვიდჯერ დაამწუხრა.

A ჯგუფი

მადრიდის „რეალის“ საქმები ჩემპიონთა ლიგაზე რთულად მიდის. ცხადია, ზინედინ ზიდანის ჯგუფში ჩარჩენაზე არათუ საუბარი, ფიქრიც კი წარმოუდგენელია (მითუფრო სატურნირო ვითრებიდან), მაგრამ ფაქტია, ორი ტურის შემდეგ „რეალის“ მონაგარი კინკილა ქულააა.

პარიზში ორი კვირის წინ შერცხვენის შემდეგ მადრიდული გრანდი მოკრძალებულ „ბრიუგეს“ დაუხვდა და მარცხს ბეწვზე გადაურჩა. დენისის პირველ ტაიმში შესრულებული დუბლით ბელგიელები შესვენებაზე ორბურთიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. სხვათა შორის, „სამეფო კლუბმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამ საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი პირველად გაუშვა. მეორე ნახევარში ზიდანის გუნდი გამოფხიზლდა, რადგან მიჯრით მეორე მატჩის წაგება დაუშვებელი იყო. სერხიო რამოსმა და კაზემირომ ორი ზუსტი თავურით „რეალს“ ქულა გადაურჩინეს. 2007 წლის შემდეგ, როდესაც კიევის „დინამო“ 2:0 უგებდა ესპანურ გრანდს ესპანეთშივე და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მადრიდელები შესვენებაზე 0:2 ჩამორჩენით გავიდნენ საკუთარ მოედანზე. საბოლოოდ, ახლაც ფრე, 2:2 დაფიქსირდა და „რეალმა“ ქულა მოიპოვა, თუმცა, ანტირეკორდი დაამყარა, რადგან ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე საწყის ორ ტურში გამარჯვების გარეშეა. მიუხედავად ამისა, „ბლანკოსს“ ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან იგივე „ბრიუგე“ კინკილა ქულით სჯაბნის, ხოლო „გალათასარაის“ ასევე 1 ქულა აქვს.

აი, „პარი სენ ჟერმენს“ კი თავი მართლაც ქუდში აქვს, რადგან სტამბოლში „გალათასარაის“ მაურო იკარდის გოლით მოუგო და ორი ტურის თავზე უკვე 6 ქულას მოუყარა თავი. შესაბამისად, მისთვის პლეი-ოფში გასვლა დიდ სირთულეს ნამდვილად აღარ წარმოადგენს.

„რეალი“ – „ბრიუგე“ 2:2 (0:2) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბუე“

მაყურებელი: 65 112

„რეალი“ (4-3-3): კურტუა (არეოლა 46); კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო (მარსელო 46); მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ვასკესი, ბენზემა, აზარი (ვინისიუსი 67)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

„ბრიუგე“ (4-3-3): მინოლე; მატა, მეჩელე, დელი, სობოლი; ვორმერი, რიცი, ვანაკენი; დიატა, დენისი (ოპენდა 71, კულსი 87)), ტაუ (შრივერსი 90)

მწვრთნელი: ფილიპე კლემენი

გოლები: 0:1 დენისი (9), 0:2 დენისი (39), 1:2 სერხიო რამოსი (55), 2:2 კაზემირო (85)

გაფრთხილება: აზარი (90) - მინოლე (69), ოპენდა (77), ვორმერი (78, 84)

გაძევება: ვორმერი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 7 (4) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: გეორგი კაბაკოვი (ბულგარეთი)

„გალათასარაი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 0:1 (0:0) VIDEO

სტამბოლი, „ტურკ ტელეკომი“

მაყურებელი: 46 532

„გალათასარაი“ (4-5-1): მუსლერა; მარიანო, ლუინდულა, მარკაო, ნაგატომო (ბაირამი 77); ბელჰანდა (ფეგული 62), ნზონზი, დონკი, სერი, ბაბელი (ანდონე 64); ფალკაო

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; მუნიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; გეიე, მარკინიოსი, ვერატი; სარაბია (ჩუპო-მოტინგი 71), იკარდი (მბაპე 61), დი მარია (ერერა 83)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1იკარდი (52)

გაფრთხილება: მარკაო (86) - იკარდი (7), დი მარია (80), ერერა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) -15 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

B ჯგუფი

დღის ცენტრალური მატჩი ლონდონში, „ტოტენჰემსა“ და „ბაიერნს“ შორის შედგა და აბა ვინ წარმოიდგენდა იმას, რაც „ტოტენჰემ ჰოტსპურ არენაზე“ მოხდა?! ალბათ ვერავინ... ჰონ მინ სონის გოლით „მამლები“ თავიდანვე დაწინაურდნენ და უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა. პირველივე ტაიმში კიმიხმა დალევანდოვსკიმ სტუმრები წინ გაიყვანეს, ხოლო მეორე ტაიმში სერჟ გნაბრი შეუდარებელი იყო. გერმანელემა პოკერი შეასრულა და ერთმანეთს უკეთესი გოლებიც გაიტანა. ისე, უცნაურია და აქამდე გნაბრის ჩემპიონთა ლიგაზე კინკილა გოლიც სანატრელი ჰქონდა, მაგრამ ლონდონში 45 წუთში ერთბაშად 4 გაიტანა და პირველი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც მეორე ტაიმში 4 გოლი გაიტანა... გნაბრის პოკერს ლევანდოვსკიმაც დაუმატა და ჰარი კეინის პენალტი ყველას დაავიწყა - 2:7! „ტოტენჰემმა“ კი ყველა ტურნირის ჩათვლით საკუთარ მოედანზე ისტორიაში პირველად გაუშვა შვიდი გოლი. თავის მხრივ, „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მეორედ გაიტანა 7 გოლი 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა „რომა“ 7:1 გაანადგურა.

„ბაიერნი“ 6 ქულით დიდებულ ვითარებაშია და პსჟ-სი არ იყოს, მერვედფინალში მასაც აუცილებლად ვიხილავთ. მეორე ადგილისთვის კი, ამ გადმოსახედიდან ბრძოლა იქნება. „ცრვენა ზვეზდა“ „მარაკანაზე“ თავიდან აგებდა „ოლიმპიაკოსთან“, მაგრამ მეორე ტაიმში სამი უპასუხო გოლი მიითვალა და მნიშვნელოვან გამარჯვებას უწია. ახლა სწორედ სერბები არიან ჯგუფში მეორე საფეხურზე, „ტოტენჰემისა“ და „ოლიმპიაკოსის“ მონაგარი კი, ერთმანეთში მოპოვებული ქულაა.

„ცრვენა ზვეზდა“ – „ოლიმპიაკოსი“ 3:1 (0:1) VIDEO

ბელგრადი, „რაიკო მიტიჩი“

მაყურებელი: 43 291

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; გობელიჩი, დეგენეკი, მილუნოვიჩი, როდიჩი; კანასი (პეტროვიჩი 73), იოვანოვიჩი (ვულიჩი 55); გარსია, მარინი, ლა პარა (ბოაჩი 61); ტომანე

მწვრთნელი: ვლადან მილოევიჩი

„ოლიმპიაკოსი“ (4-2-3-1): სა; ტოროსიდისი, მერია, სემედუ, ციმიკასი; ბუჩაკისი, კამარა (ელ არაბი 89); მასურასი (ელაბდელაუი 79), ბენზია, ლოვერა (პოდენსე 61); გერერო

მწვრთნელი: პედრო მარტინში

გოლები: 0:1 სემედუ (37), 1:1 ვულიჩი (62), 2:1 მილუნოვიჩი (87), 3:1 ბოაჩი (90)

გაფრთხილება: როდიჩი (26), ლა პარა (36), ბოაჩი (80), პეტროვიჩი (83), მარინი (90) - ბენზია (42, 58), ტოროსიდისი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 8 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

„ტოტენჰემი“ – „ბაიერნი“ 2:7 (1:2) VIDEO

ლონდონი, „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმი“

მაყურებელი: 60 127

„ტოტენჰემი“ (4-3-1-2): ლორისი; ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; ნდომბელე (ერიკსენი 64), ვინკსი (ლამელა 81), სისოკო; დელე ალი (ლუკას მოურა 71); კეინი, სონი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ზულე, ბოატენგი (ხავი მარტინესი 72), ალაბა (ტიაგო ალკანტარა 46); ტოლისო, კიმიხი; გნაბრი, კოუტინიო, კომანი (პერიშიჩი 71); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 სონი (12), 1:1 კიმიხი (15), 1:2 ლევანდოვსკი (45), 1:3 გნაბრი (53), 1:4 გნაბრი (55), 2:4 კეინი (61, პენ), 2:5 გნაბრი (83), 2:6 ლევანდოვსკი (87), 2:7 გნაბრი (88)

გაფრთხილება: ნდომბელე (42), კეინი (46) - გნაბრი (25)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 17 (11) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი

C ჯგუფი

კარგა ხანს გაუძალიანდა ზაგრების „დინამო“ „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გატყდა და დამარცხდა. რაჰიმ სტერლინგმა და ფილ ფოდენმა „ქალაქელებს“ მიჯრით მეორედ მოაგებინეს. თუმცა კი, ხორვატთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ინგლისში მართლაც საპატიო ანგარიშით წააგეს თუ „სიტის“ ჩვეულ ტემპს გავიხსენებთ მსგავს მატჩებში.

ამავე ჯგუფში დონეცკის „შახტარმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მილანში, „ატალანტასთან“. როგორც ჩანს, ბერგამოელები, რომლებიც შიდა ჩემპიონატში ჩინებულად ირჯებიან, ჩემპიონთა ლიგა მაინც ნაადრევი და უცხო ხილია, რადგან ზაგრებში გაცამტვერების შემდეგ მიჯრით მეორედ წააგეს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი პრაქტიკულად გაინულეს, რადგან ახლა ორი თამაში „სიტისთან“ ელოდებათ და იქ რა შანსი ექნებათ, ძნელი სათქმელია. „ატალანტას“ პენალტით შეეძლო დაწინაურება, მაგრამ იოსიპ ილიჩიჩმა ვერ ივარგა. მერე დუვან ძაპატამ კლუბის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მაინც არ უშველა ამან იტაილიურ გუნდს. „შახტარმა“ ორჯერ დაამწუხრეს მასპინძლები და დავით ხოჭოლავას გარეშე, რომელიც ტრავმირებულია 3 ქულა უკრაინაში წაიღეს.

„ატალანტა“ – „შახტარი“ 1:2 (1:1) VIDEO

მილანი, „სან სირო“

მაყურებელი: 26 022

„ატალანტა“ (3-4-3): გოლინი; ტოლოი, მაზიელო (მურიელი 68), პალომინო; ჰატებური (გოსენსი 57), დე რუნი, პაშალიჩი, კასტანე; ილიჩიჩი (მალინოვსკი 57), ძაპატა, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; ბოლბატი (დოდო 90), კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; ალან პატრიკი (სოლომონი 69), კოვალენკო, ტაისონი; ჟუნიორ მორაეში

მწვრთნელი: ლუიშ კასტრო

გოლები: 1:0 ძაპატა (28), 1:1 ჟუნიორ მორაეში (41), 1:2 სოლომონი (90)

გაფრთხილება: ილიჩიჩი (44), დე რუნი (49), ტოლოი (80), მალინოვსკი (90) - კრივცოვი (15), სტეპანენკო (35), ჟუნიორ მორაეში (45), ბოლბატი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 9 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

„მანჩესტერ სიტი“ – „დინამო“ 2:0 (0:0) VIDEO

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

მაყურებელი: 49 046

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; კანსელუ, ფერნანდინიო, ოტამენდი, მენდი; გუნდოგანი, როდრი, დავიდ სილვა (ფოდენი 89); მაჰრეზი, სერხიო აგუერო (გაბრიელ ჟესუსი 89), ბერნარდო სილვა (სტერლინგი 56)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„დინამო“ (5-3-2): ლივაკოვიჩი; სტოიანოვიჩი, თეოფილე (გავრანოვიჩი 76), დილავერი, პერიჩი, ლეოვაცი; ადემი, მორო, ოლმო; ორშიჩი (გოიაკი 62), პეტკოვიჩი (ატიმვენი 83)

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა

გოლები: 1:0 სტერლინგი (66), 2:0 ფოდენი (90)

გაფრთხილება: კანსელუ (19), ფერნანდინიო (90) - პერიჩი (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 2 (1) ბურთის ფლობა: 73%-27% კუთხურები: 10:1 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: სერდარ გუზებუეიუქი (ჰოლანდია)

D ჯგუფი

D ჯგუფს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და მეორე ტურში ორივემ ადვილად მოიგო. მოსკოვში, „ლოკომოტივი“ ტაიმი გაუძალიანდა მადრიდის „ატლეტიკოს“, მაგრამ მერე ჟოაო ფელიქსმადა ტომას პარტეიმ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მოსკოველებს. სხვათა შორის, პორტუგალიელმა სერხიო აგუეროს მიღწევა გააუმჯობესა და „ატლეტიკოს“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა. სოლომონ კვირკველიას ისევ არ უთამაშია „ლოკომოტივის“ რიგებში, 90 წუთი თადარიგში დარჩა. ჩვენებურმა სამწუხაროდ, იური სიომინის ნდობა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ყოველშემთხვევაში რუსი სპეციალისტი ვედრან ჩორლუკასა და ბენედიქტ ჰიოვედესის წყვილს გაცილებით სწყალობს და კიდევ უფრო საგანგაშო ისაა, რომ მესამე მცველადაც უპირატესობას ბრაზილიელ ხორკერას ანიჭებს...

ტურინში, „იუვენტუსმა“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა და 3 ქულა ადვილად მოიპოვა - 3:0. „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა ეჭვქვეშ საერთოდ არ დამდგარა და მაურიციო სარის გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო. კრიშტიანუ რონალდუმ კი „ლევერკუზენის“ კარი აიღო, რაც აქამდე არ ჰქონდა გაკეთებული და 33-ე გუნდს გაუტანა ლიგაზე, რაც სარეკორდი ნიშნულია.

„იუვენტუსი“ – „ლევერკუზენი“ 3:0 (1:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 34 525

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 74), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (რემზი 78), იგუაინი (დიბალა 83), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ლევერკუზენი“ (4-2-3-1): ჰრადეცკი; ვეიზერი, ტაჰი, ს. ბენდერი, ვენდელი; ბაუმგარტლინგერი, არანგიზი (სინკგრავენი 80); ჰავერცი, დემირბაი (ამირი 46), ვოლანდი; ალარიო (პაულინიო 68)

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 1:0 იგუაინი (17), 2:0 ბერნარდესკი (62), 3:0 რონალდუ (88)

გაფრთხილება: კუადრადო (55) - არანგიზი (19)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 8 (0) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ვილიამ კოლამი

„ლოკომოტივი“ – „ატლეტიკო“ 0:2 (0:0) VIDEO

მოსკოვი, RZD არენა

მაყურებელი: 27 051

„ლოკომოტივი“ (4-1-4-1): გილერმე; იგნატიევი (ედერი 80), ჰიოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი; ხორკერა; ჟემალეტდინოვი (იდოვუ 33), ბარინოვი, კრიხოვიაკი, ჟოაო მარიო; სმოლოვი (კოლომეიცევი 83)

მწვრთნელი: იური სიომინი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, ფელიპე, ხიმენესი, ლოდი; ჟოაო ფელიქსი (ჰერმოსო 84), ტომას პარტეი, საულ ნიგეზი, კოკე (კორეა 87); დიეგო კოშტა (ლემარი 77), მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 ჟოაო ფელიქსი (48), 0:2 ტომას პარტეი (58)

გაფრთხილება: იგნატიევი (62), ჟოაო მარიო (85) - ტომას პარტეი (30), ფელიპე (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 17 (8) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)

0.13098