ჩემპიონთა ლიგაზე რამოსი კარიერაში 120-ე შეხვედრას ატარებს, ზუსტად ამდენივე მატჩი "რეალის" ყოფილ ბრაზილიელ მცველს რობერტო კარლოსს აქვს ჩატარებული, აღნიშნულ ინფორმაციას Uefa.com-ი ავრცელებს.
რამოსმა ამ მაჩვენებლით ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ჩაბი ალონსოს გაასწრო, რომელთაც 119-119 მატჩი აქვთ ნათამაშები. სერხიო ამ შედეგით მე-12 პოზიციაზეა და მცველებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს.
ჩემპიონთა ლიგის შეხვედრში ყველაზე ხშირად 177-ჯერ იკერ კასილასს მიუღია მონაწილეობა (150 "რეალი", 22 "პორტო").
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია