ფეხბურთი

17:30 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უახლოესი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

„პატარა ჯვაროსნები“ ოქტომბერში ერთ შეხვედრას გამართავენ, სტუმრად შვეიცარიასთან, ცეცაძის განკარგულებაში კი, შემდეგი შემადგენლობა იქნება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მზადებას 7 ოქტომბერს, თბილისში დაიწყებს და შვეიცარიაში 10 ოქტომბერს გაემგზავრება, სადაც 11-ში ვინტერტურში თბილისის დროით 21:00 საათზე ადგილობრივ 21-წლამდე ნაკრებს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სექტემბერში ლიხტანშტაინი (4:0) და აზერბაიჯანი (3:0) დაამარცხა და ამ დროისთვის ორი ტურში მოპოვებული 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

0.131329