ფეხბურთი

16:11 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო.

ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის 7 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბება და მზადებას „ზესტაფონის“ ბაზაზე დაიწყებს.

ვაისის რჩეულთა სია კი შემდეგნაირია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

გარდა ამისა,სლოვაკმა სპეციალისტმა გაფართოებული შემადგენლობისთვის 8 ფეხბურთელიც მოინიშნა:

ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი)

ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ლევან ხარაბაძე 21-წლამდე ნაკრებს დაეხმარება, რომელიც 11 ოქტომბერს შვეიცარიაში ითამაშებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს შეუერთდებიან უნგრეთში, სადაც 9-15 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ირლანდიას დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ გიბრალტარს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11574