ფეხბურთი

14:16 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „ფეხბურთი ისევ მიყვარს, თუმცა...“

„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებს თავისი მომავლის შესახებ უამბო.

„გიჟი არ გახლავართ. შეპყრობილი არ ვარ ვარჯიშების მანიით. მე წარმატებებით ვარ შეპყრობილი. ეს კი სულ სხვადასხვა რამაა. ფეხბურთი ისევ მიყვარს. მსიამივნებს იმ ადამიანების გართობა, ვინც პატივს მცემს. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მენტალობის ამბავია. ბოლო წლებში ფეხბურთსგარეთა ცხოვრებაც შემიყვარდა. ამიტომ, არავინ იცის, რა მოხდება უახლოეს ხანში.

ვინმეს მიბაძვა არ მიყვარს. ყოველთვის საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს. თუმცა, წარმატებული ადამიანების წვრილმანებში მიბაძვა მგონი ცუდი არ არის. ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება.“ - უთხრა რონალდუმ Sport Bible-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120511