ფეხბურთი

16:47 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

შმეიხელი: "პოგბა პრობლემური ბავშვია, რომელიც გუნდისთვის არაფერს აკეთებს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მეკარემ პეტერ შმეიხელმა პოლ პოგბა გააკრიტიკა. დანიელის განცხადებით, ფრანგი პრობლემურ ბავშვს გავს და გუნდისთვის ბევრს არაფერს აკეთებს.

„ის ძალიან, ძალიან ღრმად თამაშობს და არ მესმის ამ გუნდში მისი როლი. ვეთანხმები, რომ ორ კარგ პასს აკეთებს, მაგრამ ეს მხოლოდ ორია და არა თხუთმეტი. ვხედავ, რომ პოგბა „მანჩესტერისთვის“ პრობლემაა, რადგან დიდ ყურადღებას აქცევს ყველაფერს, თითქოს პრობლემური ბავშვია. მუდმივად გაზეთების ყურადღებას იქცევს და უნდა ესმოდეს რა არის მისი როლი და რას აკეთებს გუნდისთვის.

გულშემატკივრებს არ მოსწონთ პოგბა, რადგან გუნდისთვის ბევრს არაფერს აკეთებს. უნდა მოვძებნოთ გზა და ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ზაფხულში „მანჩესტერის“ დატოვებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა, ფრანგი ფეხბურთელის „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლის საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას.

სტატისტიკა
0.344259