ფეხბურთი

10:17 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბიელიცა: „ვეცდებით, „სიტი“ დავამარცხოთ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ, ზაგრების „დინამოს“ მწვრთნელმა, ნენად ბიელიცამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთს არა ფული, არამედ ადამიანები თამაშობენ, ამიტომ შეეცდებიან „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად დაამარცხონ.

„გვინდა ვისიამოვნოთ ფეხბურთით და ვეცდებით დავამარცხოთ „სიტი.“ ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობაა და ეს „ატალანტასთან“ (4:0) მატჩშიც დავამტკიცეთ. მართალია, მოწინააღმდეგეს ბევრი მაჩვენებლით ჩამოვრჩებით, უპირველესად ფინანსურ ასპექტში. მაგრამ ფეხბურთს არა ფული, არამედ გული და ფეხბურთელების ხასიათი თამაშობს.“ - ციტირებს ბიელიცას სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზაგრების „დინანომ“ ჩვენს „საბურთალოს“ მოუგო (2:0, 3:0)

„სიტისთან“ მატჩი კი დღეს, 1 ოქტომბერს, მანჩესტერის „ეტიჰადის“ სტადიონზე, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114785