ფეხბურთი

22:14 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძემ შესაძლოა აზერბაიჯანული გუნდი ჩაიბაროს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შესაძლოა კარიერა აზერბაიჯანში გააგრძელოს.

Azerisport-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა „საბაჰმა“ ბაქოში ცეცაძე და უკრაინელი იური ვერნიდუბი მიიწვია. ორივე მათგანთან დღეს მოლაპარაკებები გაიმართა.

სწორედ ამის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და გაირკვევა იმუშავებს თუ არა ქართველი სპეციალისტი აზერბაიჯანულ გუნდში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო და ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა.

თეგებიგია ცეცაძე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125531