ფეხბურთი

21:20 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი "ბარსელონაში" პიკეს გამო არ გადავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი კატალონიის „ბარსელონაში“ ჟერარ პიკეს გამო არ გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელს „კამპ ნოუზე“ გადაბარგების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ბაჰამის კუნძულებზე შეიცვალა, სადაც ის პიკეს შეხვდა და ესაუბრა.

წყარო იტყობინება, რომ პიკეს, რომელსაც კლუბის სტრუქტურაში დიდი გავლენა აქვს, შეეშინდა, რომ დე ლიხტი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებდა და კლუბშიც შესაბამისად გავლენას დაკარგავდა.

რა თქმა უნდა, ეს გამოცემის ვარაუდი და ანალიზია, ცხადი კი ამ დროისთვის ისაა, რომ დე ლიხტი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა შავ-თეთრი მაისურით თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113224