ფეხბურთი

15:46 | 30.09.2019 | ნანახია 1655 - ჯერ

ეროვნული ლიგის ინტრიგა - ვინ იქნება ფინიშის ხაზთან პირველი?

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი ერთობ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, წარმოუდგენლად რთულია იმის თქმა, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი.

ცხადია, გვახსოვს ორი წლისწინანდელი სეზონი, როდესაც ჩემპიონის ვინაობა უშუალო კონკურენტთა შორის, ბოლო ტურში, ბოლო წუთზე გადაწყდა („დინამო“ – „ტორპედოს“ ცნობილი მატჩი) და შეიძლება ითქვას, ახლაც არანაკლებ დრამატული მოვლენები გველოდება. რა თქმა უნდა, ფინიში მთლად ისეთი არ იქნება, რადგან ბოლო ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები ერთმანეთს არ ხვდებიან, მაგრამ ძალზე საინტერესო ტურები რომ გველოდება, ეს ცხადზე ცხადია.

29 ტურის თავზე ლიდერი „დინამო ბათუმია“, რომელსაც მიჯრით შვიდი მატჩი აქვს მოგებული და 61 ქულით ლიდერის პოზიციას იკავებს. კვალში „დინამო თბილისი“ დგას, რომელსაც სამი ქულით ნაკლები აქვს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მთავარ კონკურენტთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. დედაქალაქური გუნდი ამ შეხვედრას 2 დღეში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მესამე წრის დაპირისპირებაა, რომელიც თავის დროზე იმიტომ გადაიდო, რომ ორივე გუნდი ევროტურნირებზე თამაშობდა. მოკლედ, ფელის ვისენტეს შეგირდებს აქვთ შანსი, რომ აჭარულ გუნდს ქულებით გაუთანაბრდნენ და სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე თანაბარ პოზიციაში აღმოჩდნენ. თავის მხრივ, „დინამო ბათუმი“ იმედოვნებს, რომ „საბურთალო“ ქულებს დააკარგვინებს მეტოქეს, რაც ცალსახად ბათუმელთა წისქვილზე დაასხამს წყალს.

ვთქვათ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს მომდევნო მატჩი სწორედ "დინამო თბილისთან" აქვს ბათუმში და ამ შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თამაში 6 ოქტომბერსაა ჩანიშნული და აჭარლებს თამამად შეუძლიათ უკვე ხსენებული 90 წუთისთვის მომზადება. "დინამო თბილისზე" იგივეს ვერ ვიტყვით, რადგან ბათუმში სტუმრობამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს კიდევ ერთი "მცირე ფინალი" აქვს გასამართი, 2 ოქტომბერს "საბურთალოსთან" და ჯერ სწორედ აღნიშნულ თამაშზე მართებს ფიქრი და მზადება.

ამასობაში, „საბურთალოს“ თავისი მიზნები ამოძრავებს და ჯერ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ჩამოწერა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, დინამოებთან შედარებით, ახლა მოქმედი ჩემპიონის შანსი უფრო დაბალია, მაგრამ ფაქტია საჩემპიონო რბოლაში ჯერ კიდევ რჩება. მაგალითისთვის, თუ გამოტოვებულ მატჩს „დინამო თბილისთან“ მოიგებს, სხვაობას ლიდერთან 4 ქულამდე შეამცირებს, რაც 7 ტურში აღმოუფხვრელი სხვაობა სულაც არ გახლავთ.

შესაბამისად, მართლაც საინტერესო, დაძაბული და ვინძლო დრამატული სცენარი ჯერ კიდევ წინაა და ვნახოთ ვინ მიასწრებს ფინიშის ხაზთან პირველი. ქვემოთ კი, სამივე გუნდის დარჩენილ კალენდარს შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ, დანარჩენი უშუალოდ მინდორზე უნდა გამოჩნდეს.

„დინამო ბათუმის“ კალენდარი

„დინამო თბილისი“ (სახლში)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„ჩიხურა“ (სტუმრად)

„სიონი“ (სახლში)

„რუსთავი“ (სახლში)

„ლოკომოტივი“ (სტუმრად)

„დინამო თბილისის“ კალენდარი

„საბურთალო“ (სახლში)

„დინამო ბათუმი“ (სტუმრად)

„ლოკომოტივი“ (სახლში)

„საბურთალო“ (სტუმრად)

„ტორპედო“ (სახლში)

„რუსთავი“ (სტუმრად)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„საბურთალოს“ კალენდარი

„დინამო თბილისი“ (სტუმრად)

„რუსთავი“ (სტუმრად)

„ტორპედო“ (სტუმრად)

„დინამო თბილისი“ (სახლში)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„ჩიხურა“ (სტუმრად)

„სიონი“ (სახლში)


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:31 | 01.10.2019
ogafa (10211)

იმედია საინტერესო დაძაბულ თამაშებს ვნახავთ

20:49 | 30.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2016)

ვაფასებ დედაქალაქის დინამოს ფანობას,ყოველთვის ობიექტურად მსჯელობენ და რაც მთავარია ზოგიერთებივით შურისგან პროჭზე არ სკდებიან.ამიტომ თუ ვერ გავხდებით ჩემპიონები დაე დთ იყოს ჩემპიონი

19:35 | 30.09.2019
დათო გურგენიძე (1264)

ჩემპიონი ბათუმის დინამო გახდება, საბურთალო არ მგონია და თბილისის დინამოს კი უმძიმესი კალენდარი აქვს. საბურთალოსთან ორი თამაშიდა გასვლაზე ბათუმში ამ სამი თამაშიდან მინიმუმ 2 მოსაგები, ეს ფიფიას ქარვასლა რა 6 ქულის ამღებია.

19:23 | 30.09.2019
salazar (1835)

ტორპედო კარგ ხელში მეხილოს.

ზესტაფონის დაბრუნების იმედი აღარ მაქვს. კოკაიას ეგრევე უმაღლეს ლიგაში უნდა, ქვემოდან არ კადრულობს დაწყებას, მაგრამ ისეთი ბაზა მოწკიპა კი ეკუთვნის ისე.

პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ისე, რომ ბობოლა ბიზნესმენები დავაინტერესოთ.

აი მერე მართლა კარგი ჩემპიონატი გვექნება.
ძალიან ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ.

დინამო, საბურთალო, დინამო - სამივე დიდი ძალაა ევროპისთვის და არც დაშლას აპირებს რომელიმე.

19:16 | 30.09.2019
რაჭა (10043)

ბოლო მატჩებს გუნდი ძალიან ცუდად ატარებს, შენგელიას წასვლა თუ ამდენად აისახებოდა გუნდზე ვერ წარმოვიდგენდი, ფორმიდან ამოვარდნილია ნინუა და პაპავაც....ნუ, მჭედლიძე თუ რამეს შეცვლის არ ვიცი. თუ ჩემპიონები გავხდით ეს უფრო სასწაული იქნება ვიდრე კანონზომიერება.
წარმატებები დინამო თბილისს

18:53 | 30.09.2019
ბათუმის დინამო ! (229)

ჯერჯერობით სუსტი ჩემპიონატი გვაქვს. ბოლნისი,რუსთავი,ჩიხურა,ვიტჯორჯია ძალიან სუსტები არიან.ვფიქრობ გორს მომატების პოტენციალი აქვთ და მომავალში კარგი შეთამაშებული გუნდი იქნება.. მინიმუმ 5 გუნდი უნდა იყოს ძლიერი,რომ ჩვენი ჩემპიონატი მოძლიერდეს და ევროპაზე არ გაგვიჭირდეს

19:00 | 30.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2016)

რუსთავია სუსტი???მაგათ უთხარი მადლობა ეხლა რომ პირველზე ვართ

16:39 | 30.09.2019
lagashi (6738)

სამი წელია ჩემპიონატს მუდმივად ჰყავს ერთი უიმედო აუტსაიდერი, რომელიც არაფრისთვის იბრძვის...საერთოდ არ იბრძვის, უბრალოდ აგორებს ბურთს აი ეს თუ გამოსწორდა, შემდეგ წელს ბევრად უფრო საინტერესო ჩემპიონატი გამოვა

17:50 | 30.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2016)

ვერ დაგეთანხმები რომ ვიტ ჯორჯია არ იბრძვის,უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არაა იმ შემადგენლობით

21:23 | 30.09.2019
lagashi (6738)

კი, გეთანხმები რომ ვეტერინარები იბრძვიან მაგრამ უფრო იმას ვგულისხმობ რომ ყველამ იცის განწირულები რომ არიან და ცხრილის ქვედა ზონას დაძაბულობა აკლია

09:28 | 01.10.2019
ogafa (10211)

განწირულები რომ არიან, ძალიან ცუდია, ვიტ ჯორჯია ერთერთი ძველი კერძო გუნდია,ახლა რომ არიან ზოგიერთები ისეთები არა.ეს სხვა თემაა მაგრამ კერძო კლუბებს მეტი ყურადღება ყოფილიყო დონეც მაღალი იქნებოდა

11:55 | 01.10.2019
O. Mertskhali (8101)

+
ვაა.. საღოლ, ოგაფ - რა ხოშიანად მოსცხე, რეკორდული სიდიდის კომენტარი

09:38 | 01.10.2019
lagashi (6738)

სწორედ რაღაცნაირი თვითმყოფადი კლუბია და ერთერთი ჩემი საყვარელი ქართული კლუბი, დასანანია რომ ბინძურ საქმეში გაერივნენ და ამისგამიო თავიც დაიზარალეს და ჩემპიონატიც..

16:35 | 30.09.2019
lagashi (6738)

საჩემპიონო სამეულის გუნდები ერთმანეთის შეხვედრებისას თუ გაარკვევენ მათ ბედს, თორემ დანარჩენებთან წესით არ უნდა შეექმნათ პრობლემები

17:49 | 30.09.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2016)

მე უფრო დანარჩენებთან არ დავკარგოთ ქულები მეშინიადინამო თბილისი ფეხბურთს ითამაშებს და ადვილია,თერთმეტი კაცით დაცვაში რომ დგას იმათთან გვიჭირს

0.122433