ფეხბურთი

13:10 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" მწვრთნელი კვარაცხელიაზე: "რამდენი ფეხბურთელი იცით ხმაურით რომ გაჩენილა და შემდეგ დაკარგულა?"

ყაზანის „რუბინში“ ქართველი ლეგიონერებისთვის სეზონი ჩინებულად დაიწყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებიან. ზურიკო დავითაშვილი სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა და მისი უთამაშებლობაც ამით იყო გამოწვეული, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ და ბექა მიქელთაძემ სასტარტოში ადგილი დაკარგეს.

„უფასთან“ მატჩის შემდეგ ყაზანელთა მწვრთნელ ედუარდო დოკამპოს სწორედ ამაზე დაეკითხნენ, რამაც არგენტინელი სპეციალისტის საკმაოდ გაბრაზებულმა უპასუხა და თქვა, რომ მხოლოდ ქართველების შესახებ კითხვები არ უნდა ისმოდეს.

- რატომ დაკარგეს ქართველმა ფეხბურთელებმა ძირითადში ადგილი?

- დავითაშვილი ეროვნული ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა. რაცშეეხება კვარაცხელიას, ჩვენ სხვა მოთამაშეებიც გვყავს, რომლებიც ცუდად არ მუშაობენ. მან მოსკოვში თასზე ითამაშა. ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ამდენი ყურადღებით მას საფრთხეს ვუქმნით. ახალგაზრდაა, ძალიან ნიჭიერია. რას იფიქრებს ახალგაზრდა ფეხბურთელი, როდესაც მედია გამუდმებით იძახის, რომ ძირითადში უნდა თამაშობდეს? ვიმეორებ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ თუ მასზე არ ვიზრუნებთ, დავკარგავთ. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი თავიდან ხმაურით გამოჩენილა და შემდეგ დაკარგულა? რამდენი იცით? ბევრი.

თუ მხოლოდ ქართველებზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს 20 ქართველი უნდა ვიყიდოთ და ამის შესახებ კითხვები აღარ იქნება. ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, პოდბერეზნიკი, იგორ კონოვალოვი, არ მინდა ყველა ჩამოვთვალო, რადგან ყველა იმსახურებს პატივისცემას და ქებას“, - თქვა დოკამპომ.

აქვე ვთქვათ, რომ „რუბინს“ რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო 5 ტურში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და 11 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

0.128649