თამაშგარე

10:22 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკის ცოლმა შეცდომა აღიარა

ვეტერანი გერმენელი ფეხბურთელის მიხაელ ბალაკის ცოლი სიმონე ლამბე თუკი ფართო საზოგადოებისთვის რაიმეთი იყო ცნობილი, ეს მუდმივი წუწუნი იყო. სიმონე წუწუნებდა ყველაფერზე, დაწყებული ქმრის საფეხბურთო კარიერის ვერ აწყობით და დამთავრებული საკუთარი წონის მატებით.

სწორედ ამიტომაც მოხდა ისე, რო ერთ დღესაც სომონე ლამბემ საჯაროდ განაცხადა - მუდმივმა დიეტებმა დამღალაო და ამის შემდეგ ფართო საზოგადოებაში აღარც გამოჩენილა. როგორც გერმანული ბულვარული მედია ეჭვობდა, ეს გაუჩინარება სწორედაც წონის ნამეტანავდ მატებით იყო განპირობებული.

ეს ეჭვები ახლახანს საკუთრივ ბალაკის ცოლმაც დაადასტურა, რომელმაც პრესას განუცხადა, რომ ბოლო პერიოდში ზედმეტ კილოგრამებს ებრძოდა და ძალიანაც დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარი წონის კონტროლი დაკარგა. ლამბემ ისიც დაამატა, რომ ამიერიდან მსგავს სისულელეს აღარასოდეს ჩაიდენს.

0.196057