ფეხბურთი

0:53 | 30.09.2019 | ნანახია 1080 - ჯერ

„სოსიედადმა“ „ბარსელონას“ ვერ გაუსწრო

მთავარი ამბები ესპანური პრიმერას მე-7 ტურში შაბათს მოხდა. კვირას კი ნაკლებადმნიშვნელოვანი მატჩები ჩატარდა.

მაგალითად, „ალავესმა“ „მალიორკა“ 2:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„ეიბარმა“ „სელტას“ სძლია და მისმა წაუგებელმა სერიამ პრიმერაში ოთხ მატჩს მიაღწია. „სელტას“ კი ხუთი ტურია აღარ გაუმარჯვია.

„ვალიადოლიდმა“ სტუმრად „ესპანიოლი“ დაამარცხა (0:2) და მიჯრით ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

დღის გვიან შეხვედრაში „სოსიედადს“ შეეძლო „ბარსელონა“ მეოთხე ადგილიდან ჩამოექვეითებინა. ამისათვის „სევილისთან“ ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ წააგო და ისევ მეხუთე პოზიციაზე დარჩა.

ესპანეთი

პრიმერა. 7 ტური. 29 სექტემბერი

ესპანიოლი - ვალიადოლიდი 0:2

0:1 მიჩელი (25 პენ), 0:2 პლანო (90+4)

გაძევება: კალერო (ესპანიოლი, 66)

ეიბარი - სელტა 2:0

1:0 ესპოზიტო (47), 2:0 ორელიანა (60)

90+4-ზე ასპასმა (სელტა) პენალტი ვერ გამოიყენა

ალავესი - მალიორკა 2:0

1:0 პერესი (76 პენ), 2:0 ხოსელუ (86)

ლევანტე - ოსასუნა 1:1

1:0 ერნანი (4), 1:1 გარსია (57)

გაძევება: ერნანი (72)

სევილია - სოსიედადი 3:2

0:1 ოიარსაბალი (4), 1:1 ნოლიტო (18), 2:1 ოკამპოსი (47), 3:1 ვასკესი (80), 3:2 პორტუ (87)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:06 | 30.09.2019
fidofido (3392)

აბა სოსიედადი სულ არ აქვეითებს ბარსას და ეხლა არ გამოუვიდა მარტო საიდან აძრობთ ასეთ სათაურებს

20:08 | 30.09.2019
barcelona1991 (4821)

დდდდდდდდდდდდდდდდდდ

11:08 | 30.09.2019
RHP (3623)

სხვა თამაშები კი არ ვიცი ასეთი მკვდარი თამაშები კაი ხანია არ ყოფილა ლალიგაში როგორც წელსაა თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ და შემტევი ფეხბურთს რამდენიმე მწვრთნელის გარდა აღარავინ აწვება. ლიგის წინა ტური იყო ახლა და გასაგებია გრანდებმა თავი არ მოიკლეს მაგრამ საშუალო დონის გუნდებს რაღა ჭირთ თან მთელი სეზონის ასეა

15:57 | 30.09.2019
Javshana (3011)

შარშან თუ ადევნებდი თვალს ლა ლიგას ბეტისი თამაშობდა შემტევი ფილოსოფიით, კიკე სეტიენი იყო ჯერ მაშინ ბეტისის მწვრთნელი, 70%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა გუნდს დაჟე ბარსა ატლეტიკოსთანაც კი, ხშირ შემთხვევაში შედეგსაც დებდა

16:43 | 30.09.2019
RHP (3623)

ეგ სეზონის პირველ ნახევარში მარა მეორე ნახევარში მარტო ბურთის ფლობაზე აკეთებდა აქცენტს და ყველაზე ცუდ ფეხბურთს თამაშობდა ბეტისი სეზონის მეორე ნახევარში
შარშან სევილია ლევანტე მომწონდა ეიბარი კიდევ საკუთარ მოედანზე საკაიფოდ თამაშობდნენ ეიბარმა ეხლაც დაიწყო კარგად თამაში. რუბის ესპანიოლი არ იყო ცუდი გუნდი მარა ახლა ესპანიოლსაც დედა აღარ ყავს და ცალკე ბეტისში წასულ რუბისაც მალე გაუშვებენ ისეთ საზიზღრობას თამაშობს ბეტისი გრანდრბზე არაფერს ვიტყვი სევილია ავტობუსი იყო ახლა კარგად ითამაშა ბარსელონა ძაან მძიმე გუნდია მესის გარეშე რეალი არაა დიდი ხვითო ატლეტიკო უკომენტაროდ მე რომ ვაკვირდები შემტევ ფეხბურთს დედა აღარ ყავს მარტო ესპანეთში კი არა სხვაგანაც მცირე გამონაკლისების თუ არ ჩავთვლით

21:08 | 30.09.2019
fidofido (3392)

გეთანხმები ევროპაში რამდენიმე გუნდი დარჩა ვინც შემტევ თამაშს თამაშობს უმეტესობა შედეგზეა ორიენტირებული. ბარსას ასე სვარკა თამაშს თუ ათამაშებდა ვინმე ვერ წარმოვიდგენდი

11:04 | 30.09.2019
RHP (3623)

არასტაბილური გუნდია სოსიედადი საშინლად ითამაშეს ძაან მომწონს ოდეგორი და წელს ასე თუ გააგრძელა უკეთეს გუნდს დაირტყამს. თუ რეალმა არ დაიტოვა სარფიანად გაყიდიან. სევილიაზე რა უნდა თქვა ხასიათის გუნდია რესურსი ალბათ 3 გუნდის მერე ყველაზე მეტი აქვთ მაგრამ ასეთი თამაშები არ ქონიათ ჯერ უმუღამოდ თამაშობდნენ. იმედია მომატებას გააგრძელებენ საკაიფო საყურებელია პისხუანზე სევილიას თამაშები თავისი მუღამი აქ ამ სტადიონს

0.123488