ფეხბურთი

22:44 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" პლეი-აუტის ზონა დატოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტური დრამატული შეხვედრით დასრულდა. გორში, „დილამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და ალვინ ფორტესის გვიანი გოლით დაამარცხა.

ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან და ბუნებრივია, მოედანზე დიდი ბრძოლა მოსალოდნელი იყო. მასპინძლები სწრაფადვე გურამ გოშთელიანმა დააწინაურა, რომელსაც იმერლებმა ტაიმის მიწურულს დეკანოიძის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

თითქოს თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო და გუნდებს ქულები გაენაწილებინათ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ალვინ ფორტესმა „დილას“ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა, რომელმაც შიდა ქართლური გუნდი პლეი-აუტის ზონიდან გამოიყვანა.

„დილას“ 34 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-6 ადგილზეა, ხოლო „ჩიხურა“ კრიზისშია, ბოლო ტურებში ქულებს პრაქტიკულად ვეღარ აგროვებს და 32 ქულით მერვე საფეხურზე დაქვეითდა.

დღესვე, „ვიტ ჯორჯიამ“, რომლის ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნა მხოლოდ დროის საკითხია, „რუსთავთან“ წაგებათა სერია უგოლო ფრით დაასრულა.

„დილა“ – „ჩიხურა“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 გოშთელიანი (11), 1:1 დეკანოიძე (37), 2:1 ფორტესი (90)

„ვიტ ჯორჯია“ – „რუსთავი“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122943