ფეხბურთი

21:05 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოს მწვრთნელი მოუხსნეს

მოსკოვის „სპარტაკმა“ მთავარი მწვრთნელი, ოლეგ კონონოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს, კვირას, რუსული პრემიერლიგის მე-11 ტურში, „ორენბურგთან“ საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ მოხდა.

„სკ „სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ მიიღო ოლეგ კონონოვის გადადგომის თხოვნა, რომელიც მან „ორენბურგთან“ მარცხის შემდეგ დაწერა, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

„კრასნოდართან“ შემდეგი მატჩისთვის, „სპარტსაკს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, სერგეი კუზნეცოვი მოამზადებს“ - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.

„სპარტაკმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და 14 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

53 წლის კონონოვმა მოსკოვური კლუბი შარშან ნოემბერში ჩაიბარა. გასულ სეზონში „სახალხო გუნდმა“ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა. ზაფხულში კი უეფას ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

ჯანო ანანიძემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩში ითამაშა. შეგახსენებთ, რომ „სპარტაკში“ კიდევ ერთი ქართველი, 18 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე ირიცხება, რომელიც თავის დროზე „პარი სენ ჟერმენის“ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113082