ახლო წარსულში ცნობილმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა ტარიბო ვესტმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ იტალიური „მილანიდან“ მაფიამ გაუშვა. ნიგერიელი ფეხბურთელის თქმით, მათ არ სურდათ, რომ „როსონერიში“ აფრიკელ ფეხბურთელს ეთამაშა.
„მაფიამ ყველაფერი გააკეთა, რომ „მილანი“ დამეტოვებინა. მათ არ სურდათ, რომ იქ მეთამაშა, რადგან აფრიკელი ვიყავი. პრესაში ყალბი ამბავი დაბეჭდეს, ექიმები მოისყიდეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტრავმა მქონდა, მაგრამ ეს სიცრუე იყო. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ აფრიკელ მცველს შეეძლო ადგილი დაეკავებინა სამ საუკეთესო მცველს შორის.
„ლივერპულიდან“ მქონდა წინადადება, მაგრამ საბოლოოდ „დერბი ქაუნთიში“ მომიწია გადასვლა“, - თქვა ვესტმა.
შეგახსენებთ, ტარიო ვესტი „მილანში“ 2000 წელს „ინტერიდან“ გადავიდა და 4 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. 2001 წლის ზამთარში კი „დერბი ქაუნთიში“ იჯარით გადავიდა და იტალიაში აღარ დაბრუნებულა.