სხვა

15:44 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრებში გამართულ გრან-პრიზე მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ოქროს მედლები მოიპოვეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იუნიორთა შორის გრან-პრის მეექვსე ეტაპზე მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

ეს სერიის მეორე ეტაპი იყო და მის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქართველმა მოციგურავეებმა გრან -პრის ფინალური საგზური მოიპოვეს, რომელიც 5-დან 9 დეკემბერის ჩათლით იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება.

ზაგრებში, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ღირსეულად იასპარეზეს, ორივე პროგრამაში სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ჯამური 169,22 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ქართველი მოციგურავეების კარიერაში მოპოვებული პირველი ოქროს მედლებია.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის სპორტული ცეკვების ისტორიაში კაზაკოვა-რევიას წყვილი, წელს უკვე მეორედ გახდა გრან-პრის ფინალისტი და სხვადასხვა ეტაპზე მონაწილე ფინალის საგზურის მაძიებელ 70 წყვილს შორის, 28 სარეიტინგო ქულით ისეთი სამი ქვეყნის ფინალისტ წყვილს შორის ასპარეზობის უფლება მოიპოვა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი.

0.113557