ფეხბურთი

18:46 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მეტს ვიმსახურებდით"

"ატლეტიკო" - "რეალის" (0:0) მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ერთ ქულაზე მეტს იმსახურებდა.

"ჩვენ მეტს ვიმსახურებით, ვიდრე ერთი ქულაა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეტევაში რაღაც დაგვაკლდა, რის გამოც სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გამოვასწოროთ"- განაცხადა ზიდანმა.

"რეალი" შვიდი ტურის შემდეგ 15 ქულით ლა ლიგას ლიდერობს.

0.109099