პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 6 შეხვედრაში 10 გოლის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით რეკორდი დაამყარა. აქამდე გერმანის ჩემპიონატის საწყის 6 დაპირისპირებაში ცხრა გოლი იუპ ჰაინკესს, გერდ მიულერს, პიტერ მაიერს და ლოთარ ემერიხს ჰქონდათ გატანილი.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ცხრა შეხვედრა ჩაატარა და თავი 12-ჯერ გამოიჩინა. რობერტმა სეზონის საწყის შეხვედრაში "დორტმუნდთან" წაგებულ სუპერთასის შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი, თუმცა მას შემდეგ 8 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და კარიერაში ყველაზე შედეგიანი სერია აქვს. მომდევნო მატჩებს პოლონელი "ტოტენჰემთან" ჩემპიონტა ლიგაზე და "ჰოფენჰაიმთან" ბუნდესლიგაში ჩაატარებს და შედეგების გამოუჯობესების შანსი ექნება.