ფეხბურთი

22:20 | 28.09.2019 | ნანახია 2138 - ჯერ

გიორგი არაბიძის 3(!) საგოლე პასი თურქეთში (+VIDEO)

თურქეთის პირველი ლიგის მეექვსე ტურში დიდებულად გაისარჯა გიორგი არაბიძე. „ადანასპორის“ ქართველმა ლეგიონერმა სამი(!) საგოლე პასი შეასრულა.

ადანალები „ალთაის“ დაუხვდნენ და სამჯერ უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ქულების განაწილება მოუწიათ მეტოქესთან - 3:3.

არაბიძემ კი შეუცვლელად ითამაშა და ჯერ ემეკა ეზეს, შემდეგ რენან დენიზს და ბოლოს ველი კიზილქაიას გაატანინა. გიორგი ნელ-ნელა ალღოს უღებს თურქულ გარემოს, რადგან სამიოდ დღის წინ თურქეთის თასზე მოხდენილი ჯარიმაც გაიტანა.

„ადანასპორს“ რაც შეეხება, ჯერჯერობით საქმეები კარგად ვერ მისდის და პირველ ლიგაში 6 ტურში მოპოვებული 6 ქულით მე-13 ადგილზეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:05 | 29.09.2019
cece (148)

გიო, გენაცვალე, მაგრად გბალეშიკობ ძმაო მიუხედავად იმისა არ გიცნობ... უბრალოდ მაგრად მინდა რო დიდი ფუტბოლი ითამაშო ... უკრაინიდან გბალეშიკობ ,ზარიასთან შემოხვედი ზამენაზე... ყველაფერი გაქ იმისთვის რომ დიდი ფუტბოლი ითამაშო. წარმატებები!!!




20:54 | 20.10.2019
dinamo222 (8587)

მეც უკრაინიდან ვაკვირდები ჯერ კიდევ შახტარის ახალგაზრდულიდან მართლა უდიდესი პოტენციალი აქვს და ცოტა ფიზიკაში რო მოუმატოს ნაღდად გაქაჩავს ევროპულ გრანდს !

01:57 | 29.09.2019
alfadhirhaiti (7530)

არ არის ნასიონალი ამის ღირსი და იმედია აღარ დაბრუნდება იქ..

რავი, მჭედლიძემ ერთდროულად ასაკობრივ ნაკრებებში რო მათამაშებდნენ, იმიტო ვარ ტრავმიანიო.

22:49 | 28.09.2019
salazar (1835)

იმსახურებს ეროვნულში გამოძახებას.
ახალგაზრდულშიც დაგლიჯა.
შრომობს, არც ყურები ჩამოუყრია ნასიონალის მერე და ღირსია ყურადღების.

თან მარჯვენა ფლაგელი, რომ გვჭირდება კი იცით ყველამ : )

22:35 | 28.09.2019
saamtrediel (960)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=gAdE6cwUzRc')>0?'https://www.youtube.com/watch?v=gAdE6cwUzRc':'https://www.youtube.com/watch?v=gAdE6cwUzRc'))

22:43 | 28.09.2019
paatabasket (1253)

დამასწარი))

0.08037