ფეხბურთი

20:08 | 28.09.2019 | ნანახია NaN - ჯერ

 "დინამომ" "სიონი" ვერ დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის "დინამომ" "სიონს" "დინამო არენაზე" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. მასპინძელთაგან გოლი 32-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ გაიტანა, ხოლო სტუმრებმა ლევან ხმალაძის მიერ შეხვედრის კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაათანაბრეს ანგარიში.

"დინამომ" ერთი ქულა მოიპოვა და ახლა უკვე ბათუმის "დინამოსთან" ერთად 58-58 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. მომდევნო შეხვედრას თბილისური გუნდი 2 ოქტომბერს შინ "საბურთალოსთან" გამართავს, ხოლო "სიონი" 5 ოქტომბერს "დილას" უმასპინძლებს. ბოლნისელები ბოლოსწინა ადგილზე 31 ქულით არიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 25.11.2024
mushni (93569)

მოათრიე აგერ

09:42 | 14.08.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ფოტო მაოცებს. სულ რაღაც ერთი თვის ასე ვნებიანად პროშნიდნენ ერთმანეთს და რა ბუზმა უკბინათ ?
მოკლედ, რუბიალესის და ჰერმოსოს ამბავის მერე დაჯილდოების ცერემონიალზე ზასაობა იუდას კოცნაზე აპასნი რამე გახდა ))))

0.069015