ფეხბურთი

23:16 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა კვირაში 600,000 გირვანქა სტერლინგს ითხოვს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა ახალ კონტრაქტში გასამრჯელოს სახით კვირაში 600,000 გირვანქა სტერლინგს ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-მა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია იტალიურ გამოცემას ვინ მიაწოდა ინფორმაცია.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ევროპული მედია პოგბას წასვლაზე საუბრობდა და ფრანგის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" და "იუვენტუსი" იჩენდნენ. თუმცა პოლი ინგლისში დარჩა და "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობს ფეხბურთელი შეინარჩუნოს.

პოგბა "წითელ ეშმაკებს" 2016 წელს "იუვენტუსიდან" დაუბრუნდა. მას შემდეგ ფრანგმა 147 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.

0.124461