ძიუდო

16:53 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი ძიუდოს კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქართული ფინალი შედგა.

+90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ირაკლი დემეტრაშვილი და გიგა ტატიაშვილი დაუპირისპირდნენ. გამარჯვების მოპოვება კი დემეტრაშვილმა მოახერხა, შესაბამისად, ტატიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ძიუდოიდსტები ივნისში ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშნ გამარჯვება ტატიაშვილს დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120882