ფეხბურთი

2:05 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მე არ მჭირდება ფული, უბრალოდ დიდ გუნდში თამაში მინდა" - კეისუკე ჰონდამ "მანჩესტერს" მიმართა

ვეტერანი იაპონელი ფეხბურთელი კეისუკე ჰონდა, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ საკუთარ თავს სთავაზობს.

აზიელმა ტვიტერში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ინგლისური გრანდი მონიშნა და გუნდში აყვანის თხოვნით მიმართა.

„შემომთავაზეთ წინადება. მე არ მჭირდება ფული, უბრალოდ ძალიან მინდა დიდ გუნდში თამაში და დიდი თანაგუნდელები“, - დაწერა კეისუკემ.

33 წლის ჰონდას კარიერის განმავლობაში „ვენლოს“, ცსკა-ს, „პაჩუკას, „მელბურნისა“ და „მილანის“ რიგებში უთამაშია. ბოლოს „მელბურნის“ ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდის გარეშეა დარჩენილი.

სტატისტიკა
0.266003