ფეხბურთი

1:30 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ანსუ ფატი გამოაკლდა

კატალონიის „ბარსელონას“ თინეიჯერმა შემტევმა ანსუ ფატიმ ტრავმა მიიღო. 16 წლის ფეხბურთელი „ბლაუგრანას“ უახლოეს მატჩში „ხეტაფესთან“ ვერ დაეხმარება და გუნდის განაცხადშიც არ იმყოფება.

როგორც კატალონელთა ვებგვერდი იტყობინება, ფატი მარჯვენა მუხლზე დისკომფორტს განიცდის და ხვალინდელი სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტ თარიღს.

შეგახსენებთ, „ბარსას“ ასევე ტრავმირებული ჰყავს ლიონელ მესი, რომელსაც სერიოზული ტრავმა არ აღენიშნება, მაგრამ მინდორზე მისი გამოჩენის ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება ანსუ ფატის, 16 წლის შემტევმა სეზონი დიდებულად დაიწყო და ლა ლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში 2 გოლთან ერთად 1 საგოლე პასიც მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11746