ფეხბურთი

21:07 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარლეს პერესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემტევმა კარლეს პერესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2022 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კარლესი "ესპანიოლის" აკადემიაში ვარჯიშობდა და "ბარსელონაში" 2012 წელს გადავიდა. სარეზერვო გუნდში პერესი 2017 წელს დააწინაურეს, ხოლო პირველ გუნდში დებიუტი გასული სეზონის ბოლოს ქონდა. მიმდინარე სათამაშო წელს შემტევმა ხუთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115649