ფეხბურთი

20:36 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სისოკომ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მუსა სისოკომ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მუსა "ტოტენჰემში" 2016 წელს "ნიუკასლიდან" 35 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ სისოკომ 132 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. სისოკოს ეროვნულ ნაკრებში 59 მატჩი აქვს ჩატარებული.

სტატისტიკა
0.228171