ფეხბურთი

17:53 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „მატიპი „ლივერპულის“ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მაღალი შეფასება მისცა გუნდის მცველის, ჟოელ მატიპის ოსტატობას, რომელიც მერსისაუდულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. კლოპის აზრით, მისი გადაბირება ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იყო ბოლო წლებში.

„ჟოელი ყოველთვის დიდებული მოთამაშე იყო. 18 წლისა ის უკვე ბუნდესლიგაში თამაშობდა, „შალკეში.“ ბუნდესლიგა კი ძალიან ძლიერი ტურნირია.

მართალია, თავიდან სტაბილურობა აკლდა, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა ჭაბუკისთვის.

მაგრამ გაიზარდა და ჩინებული მცველი გახდა. საფეხბურთო სამყაროში, სადაც სატრანსფერო ფასები ასტრონომიული გახდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ასეთი დონის ფეხბურთელის დამატება მართლაც ბედნიერებაა.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Evening Standard.

მატიპი „ლივერპულში“ 2016 წელს გადავიდა „შალკედან.“

0.119089