„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს გუნდის ახალწვეულის, 16 წლის ანსუ ფატის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი. შეგახსენებთ, რომ ფატიმ უკვე ორი გოლი გაიტანა პრიმერაში და „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაშიც ჰქონდა დებიუტი.
„ძალიან მომწონს ფატი. ვცდილობ დავეხმარო და მხარში დავუდგე. არაჩვეულებრივი მოთამაშეა. ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს.
ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ნელ-ნელა შეაჩვევენ ძირითად შემადგენლობას. როგორც თავის დროზე მე მომექცნენ. არ არის საჭირო მისი დიდი წნეხის ქვეშ მოქცევა.“ - უთხრა მესიმ Eurosport-ს.