ფეხბურთი

13:18 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მომავალ ზაფხულს ფაბიანის ყიდვას აპირებს

„ნაპოლის“ ნახევარმცველი, ფაბიან რუისი (რომელსაც უფრო ფაბიანის სახელით იცნობენ), მიმდინარე სეზონის ბოლოს, შესაძლოა, ესპანეთში დაბრუნდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელით „ბარსელონა“ დაინტერესდა. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ რუისი იდეალურად მოერგება „ბარსას“ სათამაშო სტილს.

ფაბიანი „ბეტისის“ აღზდილია, რომელშიც 2014-18 წლებში ირჯებოდა. შემდეგ ის „ნაპოლიმ“ იყიდა 30 მილიონ ევროდ.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში რუისმა ოთხი მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119451