1965. დაიბადა გელა კეტაშვილი. თბილისის ”დინამოს”, საბჭოთა კავშირის ნაკრების, ქუთაისის ”ტორპედოს”, ლანჩხუთის ”გურიას”, თბილისის “თეთრი არწივის” ფეხბურთელი. ღირსების ორდენის კავალერი. სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ”33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს ორჯერ (1988, 1989). საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 3, ოლიმპიურში 11 მატჩი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 164 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. გელა კეთაშვილმა თავისი ოლიმპიური ოქროს მედალი საქართველოს თავდაცვის ფონდს ჩააბარა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1909. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ლარნედმა კლოტიე 6:1, 6:2, 5:7, 1:6, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 29-ე ჩემპიონი გახდა.
1948. ინგლისის ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა დანიის ეროვნულ გუნდთან. უძლიერესი შემადგენლობით მოასპარეზე ალბიონელებმა კოპენჰაგენში მეტოქის ძლევა ვერ მოახერხეს (0:0). ინგლისი: სვიფტი (”მანჩესტერ სიტი”), სკოტი (”არსენალი”), ეშტონი (”მანჩესტერ იუნაიტედი”), რაიტი (”ვულვერჰემპტონი”), ფრანკლინი (”სტოკ სიტი”), კოკბერნი (”მანჩესტერ იუნაიტედი”), მეტიუზი (”ბლექბერნი”), ჰაგენი (”შეფილდ იუნაიტედი”), ლოუტონი (”ჩელსი”), შეკლტონი (”სანდერლენდი”), ლენგტონი (”პრესტონ ნორთ ენდი”).
1950. ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯო ლუისი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1953. მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ალფრედო დი სტეფანოს. იმ დღეს “სამეფო კლუბმა” “ბარსელონას” სძლია.
1956. ინგლისში ჩემპიონთა თასის პირველი მატჩი ჩატარდა. ”მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრიუსელის ”ანდერლეხტს” 10:0 მოუგო. პირველ ასპარეზობაშიც ”მანჩესტერმა” იმარჯვა (2:0).
1957. თბილისის ”დინამომ” ავსტრიული ტურნეს მსვლელობისას, ლინცში ადგილობრივ ”ლასკთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები ხასაიამ და იამანიძემ გაიტანეს. ”დინამო”: კოტრიკაძე, ელოშვილი, ძიაპშიპა, ხოჭოლავა, იამანიძე, რამიშვილი, ხასაია, გაგნიძე, ჭკუასელი, ღოღობერიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1959. თბილისის ”დინამომ” ჩეხოსლოვაკიაში ტურნეს დროს, პლზენში ადგილობრივ ”სპარტაკთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი ლევან ჟორდანიამ გაიტანა. ”დინამო”: კოტრიკაძე, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, ზეინკლიშვილი, იამანიძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, ღოღობერიძე, გაგნიძე (ჟორდანია). გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1971 . თბილისის ”დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ინდოეთის ნაკრებს 2:0 მოუგო. გოლები ფირუზ რეხვიაშვილმა და მურთაზ ხურცილავამ გაიტანეს. შეხვედრა თბილისში ჩატარდა. ”დინამო”: სტეფანია, ძოძუაშვილი, ჭელიძე (კანთელაძე), ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, გავაშელი, მჭედლიშვილი (კუტივაძე), ყიფიანი, გუცაევი, რეხვიაშვილი (წერეთელი). გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა.
1972. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის გათამაშების ოცდამეთორმეტედფინალის განმეორებით მატჩში, ენსხედეში ”ტვენტესთან” 0:2 წააგო (პირველი შეხვედრა ქართველებმა 3:2 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. ”დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, პეტრიაშვილი (გავაშელი), ასათიანი, მ. მაჩაიძე, გუცაევი, გ. ნოდია (ლ. ნოდია), ყიფიანი. გუნდს გავრილ კაჩალინი წვრთნიდა.
1978. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის გათამაშების ოცდამეთორმეტედფინალის განმეორებით მატჩში, ნეაპოლში ”ნაპოლისთან” 1:1 ითამაშა (პირველი შეხვედრა ქართველებმა 2:0 მოიგეს) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. თბილისელთაგან გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. ”დინამო”: გოგია, კოსტავა, ჩივაძე, კანთელაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე (კოპალეიშვილი), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია (სულაქველიძე). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.
1988. სეულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრაზილიის გუნდს დამატებით დროში 2:1 მოუგო. ქართველ ფეხბურთელთაგან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული გელა კეტაშვილმა მოიპოვა.
1990. ”ტურ დე ფრანსის” ჩემპიონი გრეგ ლემონდი ვაშინგტონის თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიიღო.
1994. “იუვენტუსმა” სოფიის ცსკა-ს 5:1 მოუგო და ხუთივე გოლი ფაბრიციო რავანელის ანგარიშზეა.
1994. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩში ავსტრიული ინსბრუკის ”ტიროლთან” 1:5 წააგო (პირველი შეხვედრა ქართველებმა 1:0 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. თბილისელთაგან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა. ”დინამო”: ზოიძე, ნემსაძე, ლობჟანიძე, რევიშვილი (კიკნაძე), ინალიშვილი, ყაველაშვილი, ა. არველაძე, ჯამარაული (ანჩაბაძე), რ. არველაძე, ქინქლაძე, შ. არველაძე. გუნდს გივი ნოდია წვრთნიდა.
2007. ჩინეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიამ აშშ-ს 4:0 მოუგო.
2008. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატი შვედმა ჰაკან დალბიუმ პლანეტის რეკორდით მოიგო.
2009. დანიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მანუჩარ კვირკველიამ (66 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა რუსეთის სახელით მოასპარეზე ამბაკო ვაჩაძე.
2013. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე 20 და 23-წლამდეძალოსანთაევროპისჩემპიონატზემორიგი საშეჯიბრო დღე ქართული ტრიუმფით დასრულდა. 20-წლამდელთაპირველობის მძიმეწონაში(+105 კგ.) ოქროს მედალი ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომქართველმა ძალოსანმასაერთოჩათვლის გარდა, როგორც აკვრაში, ასევე ატაცში იმარჯვა და ჯამში 3 ოქროსმედალი დაისაკუთრა,თანაცისე, რომ კონკურენტებს საგრძნობლად გაუსწრო. ტალახაძემ ატაცში 182 და190-კილოგრამიანიშტანგადასძლია და მე-3 ცდა აღარც გამოუყენებია. იგივე მოხდა აკვრაშიც, სადაც 210 კგ-ს 225 კგ. მიაყოლა, 415კგ.მოაგროვა და რადგანაც უახლეოს მდევარ კარენ მარტიროსიანს (რუსეთი) უკვე40 კგ-ით (!) უსწრებდა,მე-3ცდა აქაც გამოუყენებელი დატოვა.
ამ დღეს დაიბადნენ
1881. უილიამ კლოტიე. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1906 წელს შეიყვანეს ”დიდების დარბაზში”.
1947. დიკ ადვოკაატი. ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. გამოდიოდა ჰოლანდიურ და ამერიკულ კლუბებში. ჰოლანდიის პირველ დივიზიონში ჩაატარა 453 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებს, პსვ-ს, გლაზგოს “რეინჯერსს”, სამხრეთ კორეის ნაკრებს, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს”. მოპოვებული აქვს ჰოლანდიის, შოტლანდიის, რუსეთის ჩემპიონობა. “ზენიტს” უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. მოპოვებული აქვს ჰოლანდიის, შოტლანდიის თასი. გულშემატკივრებმა “პატარა გენერალი” შეარქვეს. ამჟამად სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
1953. კლაუდიო ჯენტილე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის ”იუვენტუსის” მცველი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. თასებისა და უეფას თასების მფლობელი. იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ჩემპიონთა თასის ფინალისტი. წვრთნიდა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს.
1953. ბენჯამინ ბრაუნი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით სირბილში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1963. კარენ მეტჩუკი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოცურავე. 100 მეტრზე ბატერფლაის სტილით ცურვაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1965. სტივ კერი. ”ჩიკაგო ბულზისა” და ”პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” მცველი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი.
1965. გელა კეტაშვილი. თბილისის ”დინამოს”, საბჭოთა კავშირის ნაკრების, ქუთაისის ”ტორპედოს”, ლანჩხუთის ”გურიას”, თბილისის “თეთრი არწივის” ფეხბურთელი. ღირსების ორდენის კავალერი. სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ”33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს ორჯერ (1988, 1989). საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 3, ოლიმპიურში 11 მატჩი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 164 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.გელა კეთაშვილმა თავისი ოლიმპიური ოქროს მედალი საქართველოს თავდაცვის ფონდს ჩააბარა.
1967. მარია მუტოლა. მოზამბიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში მსოფლიოს ჩემპიონი.
1972. ნორიკო ნარაზაკი. იაპონელი ძიუდიოსტი ქალი. 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1973. ვრატისლავ ლოკვენცი. ჩეხეთის ნაკრების, პრაღის ”სპარტასა”, ”კაიზერსლაუტერნის”, “ბოხუმის”, “ზალცბურგის”, “ბაზელის” და ყოფილი ფეხბურთელი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. ამჟამად გერმანული “ინგოლსტადტის” ღირსებას იცავს. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 14 გოლი.
1973. ხულიო მარტინესი. გვატემალელი მძლეოსანი. 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მსოფლიოს რეკორდსმენი.
1976. ფრანჩესკო ტოტი. იტალიის ნაკრებისა და ”რომას” ფორვარდი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ჩემპიონი (2001). იტალიის თასის სამგზის მფლობელი (2007, 2008, 2010). 2006, 2008 და 2010 წლებში მოიპოვა იტალიის სუპერთასი. არაერთი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 58 შეხვედრა, გაიტანა 9 გოლი.
1978. ვიტალი დარასელია. საქართველოს ნაკრების, ბათუმის ”დინამოს”, კიევის სკას, თბილისის ”დინამოს”, ვლადიკავკაზის ”ალანიას,” კიშინოვის “დაჩიას”, თბილისის “ლოკომოტივის” ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2004 წელს თბილისის “დინამოსთან” ერთად მოიგო დსთ-ის ჩემპიონთა თასი. ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში საქართველოს თასის ფინალისტი.