რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ „ნიცას“ დანიელი ახალწვეული კასპერ დოლბერგი კლუბის ბაზაზე იმ დროს გაძარცვეს, როდესაც თავად ვარჯიშობდა. დოლბერგის საათი, რომლის ღირებულება 70 ათას ევროს შეადგენდა, გასახდელიდან დაიკარგა.
L’Equipe-ს ინფორმაციით, დოლბერგის საათის ქურდობაში მთავარი ეჭვმიტანილი „ნიცას“ახალგაზრდული გუნდის წევრი ლამინე დიაბი-ფადიგაა.
კლუბი გამოძიებას აწარმოებს და თუ ფადიგას ბრალი დამტკიცდება, ფეხბურთელთან „ნიცა“ კონტრაქტს გაწყვიტავს. ფადიგა ფრანგულ გუნდში 13 წლის ასაკში გამოჩნდა და 2018-2019 წლების სეზონში ლიგა 1-ში 6 თამაშიც გამართა.
რაც შეეხება დოლბერგს, „ნიცას“ გასულ ზაფხულს ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა.