ბელგიური „ლოკერენის“ რიგებში სადებიუტო გოლის გატანა შეძლო გიორგი ბერიძემ. ჩვენებურის გუნდი ბელგიის თასის 1/16 ფინალში სტუმრად „ანტვერპენს“ დაუპირისპირდა და დამატებით დროში 2:4 დამარცხდა. შესაბამისად, ტურნირს გამოეთიშა.
მატჩი დრამატული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა (2:2), ხოლო დამატებით დროში მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.
ბერიძემ კი, თავის გამოჩენა მე-10 წამზე მოახერხა და იმ დროისთვის თავისი გუნდი წინ გაიყვანა (1:0). გოლი მართლაც მოხდენილი გამოვიდა - ქართველი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მეკარისგან შორეული ცხრიანი დალაშქრა.
შეგახსენებთ, გიორგი „ლოკერენში“ „გენტმა“ ცოტა ხნის წინ გაანათხოვრა და ქართველმა ახალ გუნდში დღემდე 4 თამაშის ჩატარება მოასწრო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხვიჩა მატჩის MVP გახდა
ოოოოო,რთულადაა საქმე,გუშინ დავზვერეთ პარიზის სახალიფო და სერიოზულად იმუქრებიან იქაური ემირები და შეიხები,ჩვენი მამლუქიც დიდ გულზეა,დურაჩოკ ხალიფაც მოყოჩაღებული ჩანს,ალაყაფის მცველად,კარებში ვიღაც ახმახი იტალიელი ჯიჯო დაუყენებიათ და არავის უშვებს შიგნით,გუშინ მეზობელ,ერთდროს ძლიერ და ახლა საკმაოდ დასუსტებულ საემიროს მოუგეს,ბოლოს ერთი კი გაიფართხალა სუსტმა საემირომ მომაკვდავივით და თავის გადასარჩენად ბოლო ძალებით შეუტია,მაგრამ ახმამხი ჯიჯო გადაირია მაინც არავინ შეუშვა შიგნით,რას ვიზამთ,მოგვიწევს მაქ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა!)))
საქართველოს ნაკრებს მაღალკვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება, დიდი არსენალია ნაკრებში და დროს ვფლანგავთ ამ დროს.