ფეხბურთი

18:44 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანის ტრანსფერის გამო "ბარსელონა" 300 ევროთი დააჯარიმეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კატალონიის „ბარსელონა“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერში არსებული დარღვევების გამო დააჯარიმა.

საინტერესოა თავად ფინანსური სასჯელის ოდენობა - 300 ევრო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, რომელმაც „ბარსა“ გრიზმანთან წინასწარი შეთანხმების გამო დასაჯა, რადგან ამის შესახებ მადრიდის „ატლეტიკომ“ არაფერი იცოდა.

აქამდე განიხილებოდა „კამპ ნოუს“ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციაც, მაგრამ საბოლოოდ მიიღეს ფინანსური სანქციის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო“ 80 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას ითხოვდა, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კი, მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113179