ჩოგბურთი

13:20 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კირიოსს გამოსაცდელი დრო დაუდგინეს

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (АТР), დაამთავრა გამოძიება კანადელი ჩოგბურთელის, ნიკ კირიოსის მიმართ. ის 113 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

АТР-ის პრესსამსახურის ცნობით, კირიოსმა ორგანიზაციის კოდექსი დაარღვია. ჩოგბურთელი შეურაცხყოფდა თანამდებობის პირებს და მაყურებლებს. თანაც, ეს სისტემატურად ხდებოდა.

შედეგად, კირიოსს ერთწლიანი გამოსაცდელი დრო დაუდგუნეს, რომლის განმავლობაშიც მან მსგავსი დარღვევები აღარ უნდა გაიმეოროს. გამოსაცდელი დრო ძალაში 30 სექტემბრიდან შევა.

0.110961