„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჰარვი ელიოტმა, საკლუბო რეკორდი დაამყარა. 25 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში, „მილტონის“ (2:0) წინააღმდეგ, ის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.
ამ დროისთვის ის 16 წლის და 174 დღის გახლდათ. Opta-ს ცნობით, ეს საკლუბო რეკორდია. მანამდე მერისისაიდული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ასეთ ახალგაზრდულ ასაკში არავის უთამაშია.
ელიოტი გასულ ზაფხულს გადავიდა „ლივერპულში“ „ფულემიდან.“