ფეხბურთი

10:23 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „რეალის“ ლიდერობა არაფერს ნიშნავს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანური პრიმერას მე-6 ტურში „ოსასუნასთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე ყოფნა ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს.

„გვჯერა, რასაც ვაკეთებთ. ბევრის მიღწევა შეიძლება სიმშვიდით და შრომით. მართალია, პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ ჯერ ეს არაფერს ნიშნავს. კიდევ ბევრო მუშაობაა საჭირო სათანადო ფორმაში შესასვლელად.

მიხარია ვინისიუსის წარმატება. არ დაგავიწყდეთ, რომ ის მხოლოდ 18 წლისაა. მჯერა მისი. ეს გოლი ძალიან სჭირდებოდა (ვინისიუსმა „ოსასუნასთან“ ეფექტური გოლი გაიტანა).

კარგი იყო როდრიგოც. მისი უნარი აკონტროლოს ბურთი, არაჩვეულებრივია.

ყოველდღიურად უკეთ გამოვიყურებით. ვიცით, რა კლასიც გაგვაჩნია, როცა ბურთი ჩვენ გვაქვს.“ - უთხრა ზიდანმა El Chiringuito TV-ს.

0.113023