1981. დაიბადა სერენა უილიამსი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. 2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015 წლებში იმარჯვა უიმბლდონზე, 1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014 წლებში მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, 2002, 2013, 2015 წლებში უძლიერესი გახდა “როლან გაროსის” კორტებზე, ხოლო 2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015 წლებში მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა. თავის დასთან ვინუსთან ერთად მოიგო 2000, 2008, 2012 წლების ოლიმპიადები წყვილთა თანრიგში, 2012-ში კი ერთეულთა შორის გახდა ჩემპიონი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1908. ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქ ბერგენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბერგენი”. გუნდი სამჯერ გახდა ნორვეგიის ჩემპიონი (უკანასკნელად 2007 წელს) და ექვსჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს (ბოლოჯერ 2004 წელს).
1950. ავსტრალიის ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველად მოახერხა დევისის თასის მოგება.
1965. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის (ბიდგოშის) “ზავიშას” 5:1 მოუგო. თბილისელთაგან გოლები მაისურაძემ (2), ბარქაიამ, ძიძიგურმა და დათუნაშვილმა გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, ბ. სიჭინავა, ჭელიძე, რეხვიაშვილი, ცხოვრებოვი, ხართიშვილი, იამანიძე, ხუციშვილი (ძიძიგური), ბარქაია, მაისურაძე, დათუნაშვილი.
1969. სამხრეთ ამერიკის მთიან მასივში ანდებზე ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე ბოლივიის ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის “სტრონგესტის” ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები ისხდნენ. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 16 მოთამაშე და კლუბის დირექტორატის სამი წევრი. “სტრონგესტი” ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში სანტა კრუს დე ლა სიერადან ბრუნდებოდა, სადაც ქალაქის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა და ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
1973. მოსკოვში გერმანიის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფლეი-ოფის პირველ მატჩში, საკავშირო ნაკრები ჩილეს ეროვნულ გუნდს 0:0 დაუზავდა. ქართველთაგან შეხვედრაში მონაწილეობა რევაზ ძოძუაშვილმა და ვლადიმერ გუცაევმა მიიღეს. განმეორებით მატჩში მონაწილეობის მისაღებად საბჭოთა კავშირის ნაკრები არ გაემგზავრა, რისთვისაც ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა, 1974-ის მუნდიალზე კი ჩილემ იასპარეზა.
1979. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადის ტელეტრანსლაციის უფლება ABჩ-მ 225 მილიონ დოლარად იყიდა.
1988. კანადელ მძლეოსან ბენ ჯონსონს აკრძალული პრეპერატების გამოყენების გამო, ორი დღით ადრე 100 მეტრ გარბენზე მოპოვებული ოქროს მედალი და მსოფლიოს რეკორდსმენობა ჩამოართვეს. მას მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა.
1996. ბათუმის “დინამომ” თასების მფლობელთა თასისგათამაშებისმეთექვსმეტედფინალისგანმეორებითმატჩში ჰოლანდიაში, ეინდჰოვენის პსვ-სთან, “ფილიპსის” სტადიონზე 0:3 წააგო.მასპინძელთაგან გოლებინილისმა, აიკელკამპმა და მარსელომგაიტანეს. პირველიშეხვედრა ბათუმში 1:1დასრულდა და მომდევნოეტაპზე პსვ გავიდა. ბათუმის“დინამო”: ტოგონიძე, სიჭინავა (შანიძე), მინდაძე,ჭიჭვეიშვილი, შეყილაძე,თორღაშვილი, მ. მახარაძე, მაჭუტაძე, ტუღუში, უჯმაჯურიძე, მუჯირი. გუნდსვალერიან ჩხარტიშვილიწვრთნიდა.
1999. ბერლინის მარათონული გარბენისას კენიელმა სტაიერმა ტეგლა ლორუნემ ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:20.43), რომლის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ მოახერხა.
2006. გუანჯოუში (ჩინეთი) გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2007. ინგლისურ პრემიერლიგაში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ჩატარდა – “პორტსმუთმა” “რედინგს” 7:4 მოუგო.
ამ დღეს დაიბადნენ
1927. ენცო ბეარზოტი. იტალიელი საფეხბურთო მწვრთნელი და ფეხბურთელი. 1982 წელს “სკუადრა აძურას” მსოფლიოს ჩემპიონობა მოაგებინა. აპენინელთა ნაკრებს 1978 და 1986 მუნდიალებზეც წვრთნიდა. 1978 წელს არგენტინის მუნდიალზე იტალიელები ნახევარფინალში გავიდნენ. ამპლუით ნახევარხაზელი საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ტორინოსა” და “მილანში”. 1955 წელს ერთი მატჩი ჩაატარა “სკუადრა აძურაში”. ბეარზოტი 2010 წელს გარდაიცვალა.
1942. ინგრიდ მიკლერ-ბეკერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1947. დიკ როტი. ამერიკელი მოცურავე. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1957. კლაუს აუგენტალერი. გერმანიის ფედერაციული ნაკრებისა (1983-90) და მიუნხენის “ბაიერნის” მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი. 1986 წლის მუნდიალის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 27 მატჩი. 1975-91 წლებში იცავდა მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას. 1984-91 წლებში იყო გუნდის კაპიტანი. ბუნდესლიგის შვიდგზის ჩემპიონი (1980, 1981, 1985, 1986, 1987, 1989, 1990) და გერმანიის თასის სამგზის მფლობელი (1982, 1984, 1986). ბუნდესლიგაში ჩაატარა 404 მატჩი, გაიტანა 52 გოლი.
1960. უვე ბაინი. 1989-93 წლებში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 17 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “კიოლნში” (1984-87), “ჰამბურგში” (1987-89), ფრანკფურტის “აინტრახტში” (1989-94). გერმანულ ბუნდესლიგაში ჩაატარა 300 მატჩი, გაიტანა 91 გოლი.
1963. დუგლას ვაკიჰური. კენიელი მარათონელი. 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი.
1974. გარი ჰოლი. 1996 წლის ოლიმპიადაზე 100 მეტრზე გარბენსა და 400 მეტრ ესტაფეტაში მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები.
1974. მარტინ მიურესეპი. ესტონეთის საკალათბურთო ნაკრების, “დალას მავერიკსისა” და მოსკოვის ცსკას ფორვარდი (206 სმ).
1976. გიორგი დემეტრაძე. საქართველოს ნაკრების, თელავის “კახეთის”, თბილისის “დინამოს”, კიევის “დინამოს”, როტერდამის “ფეიენოორდის”, სან სებასტიანის “სოსიედადის”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, დონეცკის “მეტალურგის”, თელ ავივის “მაკაბის”, ვლადიკავკაზის “ალანიასა” და კიევის “არსენალის” ყოფილი ფორვარდი. ამჟამად აზერბაიჯანული “ბაკის” წევრია. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1995, 1996, 1997) და ამდენჯერვე თასის (1995, 1996, 1997) მფლობელი. 1999 წელს გახდა რუსეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. 2000 წელს მოიპოვა უკრაინის ჩემპიონობა. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 56 მატჩი, გაიტანა 12 გოლი.
1976. მიხაელ ბალაკი. გერმანიის ნაკრების, “კაიზერსლაუტერნის”, ლევერკუზენის “ბაიერისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი. ამჟამად ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. 2006 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წლის ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. სულ მონაწილეობა მიიღო კონტინენტის სამ პირველობაზე (2000, 2004, 2008). გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 95 მატჩი, გაიტანა 42 გოლი. 2002 წელს ლევერკუზენელთა რიგებში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (მადრიდის “რეალმა” “ბაიერს” 2:1 მოუგო). 2008 წელს “ჩელსის” რიგებში ჩემპიონთა ლიგის ფინალი “მანჩესტერ იუნაიტედთან” პენალტების სერიით წააგო. გერმანიის სამგზის ჩემპიონი და თასის ამდენჯერვე მფლობელი. ინგლისური პრემიერლიგის ორგზის ჩემპიონი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისა და ლიგის თასის გათამაშებების გამარჯვებული.
1979. ჯერი ფელპსი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1995 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მრავალჭიდში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
1981. დაიბადა სერენა უილიამსი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. 2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015 წლებში იმარჯვა უიმბლდონზე, 1999, 2002, 2008, 2012, 2013, 2014 წლებში მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, 2002, 2013, 2015 წლებში უძლიერესი გახდა “როლან გაროსის” კორტებზე, ხოლო 2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015 წლებში მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა. თავის დასთან ვინუსთან ერთად მოიგო 2000, 2008, 2012 წლების ოლიმპიადები წყვილთა თანრიგში, 2012-ში კი ერთეულთა შორის გახდა ჩემპიონი.