ფეხბურთი

0:31 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიამ ბელგიის თასზე დუბლი შეასრულა (+VIDEO)

ბელგიის თასზე გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. „გენტის“ ქართველ ფორვარდს იეს თორუპმა შანსი 1/16 ფინალში „აალსტთან“ დაპირისპირებაში მისცა და ჩვენებურმაც ჩინებულად ითამაშა.

გიორგიმ მე-9 და მე-60 წუთებზე დუბლი გაიფორმა, მერე კი იუია კუბოს გოლშიც მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ „გენტმა“ 4:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლები მიითვალა. გიორგი ჩაკვეტაძე კი ცხადია განაცხადში არ ყოფილა, რადგან ჯერაც სარეაბილიტაციო კურსს გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138235