ფეხბურთი

22:58 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი | უკრაინა 4:1 საქართველო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ქალქ ივანო-ფრანკოვსკში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ფუმასამ გაიტანა.

უკრაინა 4:1 საქართველო

ივანო-ფრანკოვსკი

საქართველო: კუპატაძე, თალესი, ფუმასა, სებისკვერაძე, რონინიო

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, თოდუა, ჯვარაშვილი, თოფურია, კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გაფრთხილება: 33' ჯვარაშვილი, 34' კუპატაძე

გოლები: ფუმასა (11)

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინაში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩი რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 6:3 დამარცხდა. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეინ-რაუნდის შეხვედრებს 24-27 ოქტომბერს პოლონეთში ჩაატარებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

GFF.GE

0.134186