ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა დაუფასეს ოქროს მედალოსნებს. როგორც ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იტყობინება, დეველოპერულმა კომპანია "არქიმ" მსოფლიო ჩემპიონებს, ნუგზარ წურწუმიას, ბექა ლომთაძეს, ლაშა გობაძესა და გენო პეტრიაშვილს 2-ოთახიანი ბინები გადასცეს "არქი ისანში".
კომპანიის ოფისში სიმბოლური საჩუქრებისთვის მსოფლიო ჩემპიონები მიიწვიეს, რომელთაც ილიაწულაია და შიო ხეცურიანმა უმასპინძლეს.
შეგახსენებთ, ყაზახეთში ჩატარენულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოქროს მედლებს ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე დაეუფლნენ, ხოლო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონობა გენო პეტრიაშვილმა და ბექა ლომთაძემ მოიპოვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მშვენიერი საჩუქრებია, მით უფრო კერძო კომპანიისგანაა, მაგრამ ამ ქვეყანაში დავიჯერო ვერავინ შეამჩნია რომ სულ ახლახანს ტოკიოში, ძიუდოს სამშობლოში 60 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქართველი კაცი, ცნობისთვის პირველ სამ წონაში არააზიელმა ბოლოს 2009 წელს მოიგო (ზანთარაია უკრაინის სახელით), გარდა ამისა ძიუდოს გეოგრაფია და პოპულარობა თავისუფალს და კლასიკურს ერთად აღებულს აღემატება.
რაც გაიმეტეს?
რაა იცი მეგობარო?ძალიან კარგია ასე რომ იქცევიან კომპანიები,მარა რატომღაც მარტო მამაკაცებს აჯილდოვებენ ხოლმე-გაიხსენე ბათუმმა სამ კაცს საჩუქრად ბინები გადასცა მაგრამ იგივე ბათუმის კლუბ "ნონა-ს წევრებმა ორჯერ ზედიზედ მოიპოვეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი,მარა ბათუმის მერიას და თვითონ აჭარას არც გახსენებიათ რომ 5 გოგონაა გუნდში და მათთვის თითო ოთახიანი ბინა მაინც გადაეცათ,ასევე 2015 წელს საქართველოს ისტორიას რომ არ ახსოვს-საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო თასის მფლობელი გახდა,აქ კი ქვეყნის წარმომადგენლებმა ვერ მოიფიქრეს რომ ერთ სახლში მიეცათ გოგონებისთვის ბინები.ასეა არ აფასებენ და ეს ნამდვილად დასაფასებელია რომ ბიჭებს ასეთი საჩუქარი გაუკეთეს
რატომ ისანში და არა ვაკეში ? ან საბურთალოზე აწყენდათ ?P
ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო,ხომ გაგიგია მეგობაროო
ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა და იმედია მოტივაციისთვის სხვებიც მაქსიმალურად დაიხარჯებიან და ასეთი შედეგი სტაბილურად გვექნება.
ყოჩაღ ეკუთვნის ბიჭებს