ფეხბურთი

18:25 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ნახევარფინალი დაკომპლექტდა

საქართველოს თასის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. თბილისის „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“, რომლებმაც გუშინ მოიპოვეს ოთხეულის საგზური, დღეს „გარეჯი“ და ქუთაისის „ტორპედო“ შეუერთდნენ.

„გარეჯი“, რომლის ნახევარფინალში ყოფნა ბუნებრივია, სენსაციაა მეოთხედფინალში ტურნირის კიდევ ერთ სიურპრიზს, „თბილისი სითის“ დაუპირისპირდა და პრინციპული დუელი 2:1 მოუგო. კაპანაძის მე-15 წუთზე გატანილი გოლი მეორე ტაიმში ბესიკ ჩიმაკაძემ გააორმაგა. მართალია, შეხვედრის მიწურულს ქალდანმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ სტუმრებს მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.

ბოლო მეოთხედფინალური დაპირისპირება კი, „რუსთავსსა“ და „ტორპედოს“ შორის გაიმართა. 120 წუთი ისე მიილია, რომ გოლი არ გასულა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. აქ კი, გმირი ქუთათურთა კაპიტანი როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ჯერ ქოჩლაძეს აუღო პენალტი, მერე თავადაც გაიტანა. ვინაიდან, მანამდე სიჭინავასაც ვერ მოეხერხებინა გატანა (ააცილა) „ტორპედომ“ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ამრიგად, ტიტულისთვის ბრძოლას „ტორპედო“, „ლოკომოტივი“, „გარეჯი“ და „საბურთალო“ აგრძელებენ.

„რუსთავი“ – „ტორპედო“ 0:0 პენ: 2:4 (0:0)

პენალტების სერია: 0:0 სიჭინავა (ააცილა), 0:1 ფონიავა, 1:1 თევზაძე, 1:2 ჭიჭინაძე, 1:2 ქოჩლაძე (მეკარე), 1:3 კვასხვაძე, 2:3 ქავთარაძე, 2:4 ქორიძე

„გარეჯი“ – „თბილისი სითი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კაპანაძე (15), 2:0 ჩიმაკაძე (63), 2:1 ქალდანი (89)

0.118104