ფეხბურთი

17:46 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ხეტაფესთან" ვერ ითამაშებს

ლიონელ მესი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ისევ ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. მატჩის შემდეგ ერნესტო ვალვერდემ აღნიშნა, რომ დაზიანება სერიოზული არაა.

მიუხედავად ამისა, ესპანური მედიის ცნობით, არგენტინელი „ხეტაფესთან“ მომდევნო მატჩს დანამდვილებით გამოტოვებს და „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგაზეც სავარაუდოდ, მოედანზე ვერ გავა.

სამხრეთ ამერიკელს სიღრმისეული გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ დადგინდება აღდგენის ზუსტი პერიოდი.

შეგახსენებთ, რომ მესის მიმდინარე სეზონის დასაწყისი ტრავმების გამო პრაქტიკულად გაუცდა. „ბარსელონამ“ კი „ვილიარეალი“ 2:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111416