ესპანური პრიმერას მე-6 ტურში, „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), „ბარსელონას“ შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი ჯერ შორსაა საუკეთესო ფორმისგან, მაგრამ ყოველ მატჩში აუმჯობესებენ თამაშს.
„ბევრი ფეხბურთელი გვიან შემოგვიერთდა. ვცდილობთ, უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშოთ. საუკეთესო ფორმიდგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ ყოველ მატჩში ვაუმჯობესებთ თამაშს.
მესის რა დაემართა? ვერ გეტყვით. მან ტკივილი იგრძნო ფეხში. თუმცა მასთან ჯერ არ მილაპარაკია (მესის მარცხენა ფეხის კუნთი ასტკივდა და შესვენებაზე შეცვალეს).
„ბარსელონაში“ ჩემი ადაპტაცია ცუდად არ მიმდინარეობს. ეგ არის, აქ სხვა სტილი და პირობებია. თუმცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. სამი გოლი უკვე გავიტანე, კიდევ შემიძლია მომატება.“ - ციტირებს ფრანგის სიტყვებს AS.