ფეხბურთი

2:15 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ქულებს მძიმედ აგროვებს

იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონში პირველად იმართება ტური შუა კვირაში. სამშაბათს ორი მატჩი გაიმართა და „ბრეშა“ – „იუვენტუსის“ დაპირისპირება დიდ ყურადღებას იქცევდა.

„იუვენტუსი“ „მარიო რიგამონტის“ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ესტუმრა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, ხოლო მის ნაცვლად სასტარტოში პაულო დიბალა გამოჩნდა. ტურინელებს კი ჯერჯერობით იდენტობა აშკარად საპოვნელი აქვთ, რადგან მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს, რაც „იუვესთვის“ არადამახასიათებელია.

ახლაც, მაურიციო სარის გუნდი უკვე მეოთხე წუთზე ჩამორჩა. ალფრედო დონარუმამ ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიც ცუდად გაისარჯა და ეუჯენიო კორინის გუნდი დაწინაურდა. სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ავტოგოლით გაათანაბრეს. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ჯამში 5 ავტოგოლი გავიდა და ორი ტურინელთა სასარგებლოდ.

„იუვენტუსს“ გამარჯვება მირალემ პიანიჩის გასროლამ მოუტანა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით აიღო მასპინძელთა კარი. ვთქვათ ისიც, რომ წინა ტურში „ბებერი ქალბატონი“ „ვერონასთან“ აგებდა და მერე 2:1 იმარჯვა და თამაშს ახლაც ზუსტად იგივე სცენარი ჰქონდა.

ტურინელთა აქტივშ 13 ქულა დაგროვდა და ამ წუთისთვის ლიდერია, მაგრამ „ინტერს“ მეხუთე ტურში ჯერ კიდევ არ უთამაშია და „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

„ბრეშა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)

ბრეშა, „მარიო რიგამონტი“

„ბრეშა“ (4-3-1-2): იორონენი; საბელი, კისტანა, ჩანსელორი, მატეიუ (მოროზინი 70); ბიზოლი, ტონალი, დესენა; რომულო (აიე 85); ბალოტელი, დონარუმა (მატრი 64)

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო (კუადრადო 19), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; რემზი (ბერნარდესკი (69); დიბალა (მატუიდი 80), იგუაინი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 დონარუმა (4), 1:1 ჩანსელორი (40, ა.გ), 1:2 პიანიჩი (63)

გაფრთხილება: კისტანა (79) - ხედირა (7), ბონუჩი (41), დე ლიხტი (56)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 15 (7) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

„ვერონა“ – „უდინეზე“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
0.173227