ფეხბურთი

22:07 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი თუ სევილია? უეფამ გადაწყვეტილება ოფიციალურად გაასაჯაროვა

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც ევროპ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალის მასპინძელი ქალაქი გაირკვა. კანდიდატი ორი იყო, თბილისი და სევილია.

ჩვენდა სამწუხაროდ, უეფამ უპირატესობა ანდალუზიურ ქალაქს მიანიჭა და 2021 წლის 26 მაისს ევროპა ლიგის ფინალი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, თბილისმა აქამდე ერთხელ უმასპინძლა ასეთი მასშტაბის შეხვედრას, როდესაც „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართა 2015 წელს, „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის.

0.119071