ფეხბურთი

19:45 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" პოგბას ახალ კონტრაქტზე ესაუბრება

"მანჩესტერ იუნაიტედს" გუნდის ნახევარმცველს პოლ პოგბას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტნაული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკუნები" პოგბას აგენტს ესაუბრებიან. ფრანგს უფრო მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი სურს და გუნდში მისი როლის გაზრდა. რაზეც გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელები თანახმანი არიან და მხარეები დეტალებზე საუბრობენ.

პოლს ძველი კონტრაქტით იუნაიტედთან კიდევ ორი წელი აკავშირებს.

პოგბა მანჩესტერში 2016 წელს "იუვენტუსიდან" გადავიდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე ერთად 139 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115629